ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის თავზე, კურთხევის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, ჯვარი აღიმართა, რომელიც ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან გამოჩნდება.
ჯვრის აღმართვაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა.
300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა და შეიქმნა. ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ გამოცხადდა.
ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია პრეზიდენტის ინიციატივით 2009 წელს დაიწყო. უკვე დასრულებულია გუმბათის აღდგენა და ამჟამად ტაძრის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.