2012 წლის ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი ლარა სთოუნი უკვე რამდენიმე წელია Calvin Klein-ის მუზაა. ის დღემდე წარმატებით აგრძელებს ბრენდთან თანამშრომლობას და ყოველ სეზონზე მის ახალ, ორიგინალურ კოლექციას გვთავაზობს.
ლარამ Calvin Klein-ის შემოდგომა/ზამთარი 2012-ის ახალი კოლექცია წინა თვეში წარმოადგინა, ამჯერად კი, ბრენდის ახალი ინოვაციური თეთრეულის კოლექციის Positive Push Calvin Klein -ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. თამამ ფოტოსესიაში, გამოყენებულია ბრენდისთის ტრადიციული მანერა, რომელიც სთოუნის მეუღლისთვის, ბრიტანელი კომიკოსი დევიდ უილიამსისთვის ნამდვილი სიურპრიზი იქნება.
„მე მზად ვარ ჩემი მეუღლის ნებისმიერი ტრანსფორმაციისთვის, ბოლოს ნანახმა ფოტოებმა ჩემზეც ძალიან იმოქმედეს...“-ამბობს სუპერმოდელის მეორე ნახევარი, თუმცა სინამდვილეში კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა მნიშვნელოვანია ლარას პროფესიისთვის მსგავსი ფოტოსესიები, ამიტომაც მშვიდად ზის და ყოველ მორიგ სიურპრიზს დიდი მოთმინებით ელოდება.