რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შორის დავა ქ. თბილისისადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში დასრულდა. სასამართლო გადაწყვეტილებას თვისბოლოს გამოაცხადებს.
რადიო „ჰერეთის“ ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა სასამართლოსგან მოითხოვა არსებულიმტკიცებულებების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდეს „ჰერეთის“ სარჩელი.
რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის განცხადებით, 16 აგვისტოს სხდომა პაექრობის სახით მინდინარეობდა, სადაც სასამართლოს მხრიდან პროცესში ჩართული მესამემხარე შპს „მედია ჰაუს დეკომიც“(რადიო „ცხელი შოკოლადი“) მონაწილეობდა, რომელმაცგანაცხადა, რომ სრულად ეთანხმებოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომიისიისშესაგებებელ სარჩელს და მტკიცებულებებს.
კომუნიკაციების კომისიამ სარჩელის დაუმაყოფილებლობის მოთხოვნად დაასახელა, რომკონკურსის დროს „ჰერეთს“ არ ჰქონდა ვებგვერდზე გამოქვეყნებული ახალი პროგრამულიბადე.
„ ჰერეთის“ კონცეფციის ნაკლად ჩაითვალა, ის რომ რადიოსადგური რადიო „თავისუფლების“პარტნიორია და მისი გადაცემები „დღეს დილით“და „საღამოს თავისუფლება“ თბილისში უკვევრცელდებოდა სხვა მაუწყებლის მეშვეობითაც.
კომისიის წევრებმა დაიწუნეს ასევე საბავშვო გადაცემების არ არსებობა „ჰერთის“ სამაუწყებლობადეში.
რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო „ჰერეთის“ წარმომადგენლებმა იმ გარემოებებსა დამტკიცებულებებზე ისაუბრეს, რომლებსაც 9 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ,სასამართლომდე და მის პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებზე.
კერძოდ, 2011 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ კონცეფციების შეფასებისას, რადიო„ჰერეთთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ გაითვალისწინა.
„კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა უგულვებელყო. შპს „მედია ჰაუს დეკომის“კონცეფცია საზღვარგარეთის მსმენელზე იყო გათვლილი, ხოლო რადიო „ჰერეთის“ ქართულსაზოგადოებასა და იმ გამოკითხულთა კატეგორიაზე, რომლებიც BCG კვლევაში მოხვდნენ“ -განაცხადა სამხარაძემ.
„BCG კვლევა, რომლის საფუძველზეც კონკურსი გამოცხადდა, თბილისის მოსახლეობისთვისსაბავშვო გადაცემების მომზადებას არ ითვალისწინებდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევაშიმოსახლეობა ინფორმაციას და გართობას ითხოვდა, შესაბამისად, „ჰერეთის“ კონცეფციაში იგიაისახა.
„როგორ, ბავშვები გამოკითხეს კვლევაში?“ - იკითხა რამაზ სამხარაძემ სასამართლოზე დადასძინა, რომ აღიშნული ხასიათის გადაცემები საზოგადოებრივ რადიოსაც აქვს და კონკურსისპირობების თანახმად თანხვედრა მოხდებოდა თემატიკასთან. რაც შეეხება „თავისუფლებას“იგი ჩვენი 8 წლიანი პარტნიორია“ - განაცხადა ჰერეთის მფლობელმა.
„ კომისია არ დაინტერესებულა სად იყო რეგისტრირებული „ცხელი შოკოლადის“მსხვილიგერმანელი პარტნიორი, კონკურენტი კომპანიის ვითომდა ინოვაციური მიგნებები კი სიყალბეაღმოჩნდა. ისევე როგორც „ცხელმა შოკოლადმა“ კომისია შეცდომაში შეიყვანა და დაუმალასაჯარო ინფორმაცია მისი უცხოელი დამფუძნებლის შესახებ -განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
მისი თქმით, 2011 წლის 7 სექტემბერს შპს „მედია ჰაუს დეკომმა“ კომისიას წარუდგინაშესაბამისობის დეკლარაცია. მე-5 გრაფაში ლიცენზიის მფლობელის / მაძიებლისბენეფიციარად, მესაკუთრედ მითითებულია ს.ს. „ვიფოფონი“ და ეს ხდება მაშინ, როდესაცუკვე ერთი წელია, მსგავსი სახელის სააქციო საზოგადოება ჰამბურგის რეესტრში აღარარსებობს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის წარმომადგენელმა პავლე ბერიამ კი განაცხადა,რომ არარსებობს აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან „ცხელმა შოკოლადმა“შესაბამისობის დეკლარაცია სწორად წარადგინა, თუმცა ჰერეთის ადვოკატის ირაკლიყანდაშვილის შეკითხვას - როგორ გაარკვია კომისიამ სს „ვიდოფონი“ საერთოდ არსებობდათუ არა, პასუხი ვერ გასცა.
ის, რომ „მედია ჰაუს დეკომს“ არ აქვს რადიო ბიზნესში გამოცდილება,ეს მალევე დადასტურდა,დაფინანსების გარეშე აღმოჩნდა და თანამშრომლება სამსახური დატოვეს.- განაცხადასამხარაძემ.
სასამართლოზე "მედია ჰაუს დეკომის" დამფუძნებლებმა(რომლებიც ასევე ფლობენ ჟურნალ„ლიბერალის“ და „ცხელი შოკოლადის“ წილებს) განაცხადეს, რომ წარმატებული მენეჯერებიარიან, და რომ მათ აწიეს თამასა პერესის სივრცეში. თუმცა "ჰერეთის" კითხვაზე რატომ აღარგამოიცემა ჟურნალი "ლიბერალი"? მათ პასუხი არ აღმოაჩნდათ.
„თურმე "ლიბერალმა" აწია თამასა ქართულ პრესაში, და ახლა იგეგმება რადიობიზნესშიცთამასის აწევა. - ციტატა დღევანდელი სასამართლოდან "ლიბერალის" და "ცხელი შოკოლადის"დამფუძნებელს ქეთი ბაბუნაშვიილს ეკუთვნის. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ რადიოსივრცეში სუსტი მოთამაშეები არიან და რომ სურვილი აქვთ აწიონ ეს სეგმენტი. ამაზემსჯელობა საზოგადოებისთვის მიმინდვია“ -განაცხადა რამაზ სამხარაძემ.
აღნიშნული საკითხი სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ წამოიწია, რაც ამ ორი კომპანიის შპს "მედია ჰაუს დეკომისა" და "ჰერეთის" გამოცდილებას ადარებდნენ.
შპს "მედია ჰაუს დეკომი" კონკურსის გამოცხადების (29 ივლისი, 2011 წელი) შედეგ (2011წლის 8 აგვისტოს) დარეგისტრირდა.
29 აგვისტოს ჰერეთს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდება. რამაზ სამხარაძის თქმით,“ჰერეთი” 14 წლის განმავლობაში სტაბილური მედია ბრენდია. „რადიო ბაზარზე მზარდადრომ არ განვითარებულიყო, იმ წარმატებებს ვერ მიაღწევდა რაც სხვადასხვა კვლევებითაცდასტურდება“.
მოსამართლე ნანა დარასელია სასამართლოს გადაწყვეტილებას 31 აგვისტოს 17.30 გამოაცხადებს.