ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ,შვიდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასა და უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორისი კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა.
დოკუმენტში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში არსებული ნორმების განმარტებებია წარმოდგენილი.
დოკუმენტს ხელს აწერენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, უწყებათაშორისო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის და "ახალი თაობა-ახალი ინიციატივას" ხელმძღვანელი პირები.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მემორანდუმი ხელისმომწერი მხარეების მიერ შეთანხმებას ითვალისინებს, რომელიც ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს სწორედ მემორანდუმში მითითებული განმარტებებით ხელმძღვანელობას გულისხმობს.
მემორანდუმი სამუშაო შეხვედრების საფუძველზე შემუშავდა, რასაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევდა ორგანიზებას.