თინა ხიდაშელი: ყველა საკუთარი თავისუფლებით აგებს პასუხს სტიქიის ფონდში გადარიცხული თანხების გაფლანგვისთვის

თინა ხიდაშელი: ყველა საკუთარი თავისუფლებით აგებს პასუხს სტიქიის ფონდში გადარიცხული თანხების გაფლანგვისთვის

კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გააკეთა, რომ სტიქიით დაზარალებულთა ფონდში დამატებით კიდევ 20 მილიონი ლარის გადარიცხვას აპირებს და კახი კალაძეც დაარწმუნა, რომ ჯარიმა გადაიხადოს. კახეთში სტიქიის შემდეგ დაზარალებულთა ფონდში ივანიშვილის მიერ გადარიცხული 80 მილიონი ლარიდან, დაზარალებულებს არაფერი რგებიათ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითონ იცოდა ამ თანხას როგორ განკარგავდა და ჭკუის დარიგებას არ საჭიროებდა. სად არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილ-კალაძის მილიონები დაზარალებულებს მოხმარდება და არ წავა ბიუჯეტში? კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის  საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი From.ge -სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თანხების არასწორად განკარგვის და გაფლანგვის შემთხვევაში, ყველა საკუთარი თავისუფლებით აგებს პასუხს. 

„ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, სულ თვენახევარი და ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საკუთარი თავისუფლებით აგებენ პასუხს კონკრეტულად ამ ფინანსებისთვის. ჩვენ ყოველდღიური მონიტორინგის რეჟიმში  ვმუშაობთ, რათა არ დავუშვათ, რომ ეს ფული გაიფლანგოს.  ერთის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ   რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს იმ ადამიანების პრობლემების მოგვარება, ვინც ერთი-ერთზე დარჩა კახეთის სტიქიის შემდეგ გადარჩენისთვის ბრძოლაში. მეორეს მხრივ, ეს თანხები მოსახლეობამდე თუ არ მივა, არ გაიფლანგოს მაინც.  უკვე პირველი ოქტომბრიდან კი, ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ პრობლემების მოგვარებას“,-აცხადებს ხიდაშელი