არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, პროექტ „კარდაკარში“ მონაწილე რეგისტრატორებიდან 55,87% უმუშევარია. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან გახდა ცნობილი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
შედეგების მიხედვით, 11,17% პედაგოგი, 5,87% სტუდენტი, ხოლო 1,38% პენსიონერია.
რეგისტრტორთა 33,29% იმერეთიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან შეირჩა. რაც შეეხება ქვეყნის სხვა რეგიონებს, აჭარა-გურიიდან რეგისტრატორთა 11,75% შეარჩიეს, კახეთიდან - 11,29%, მცხეთა-მთიანეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან კი - 13 59%.
პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ გამოკითხული 868 რესპონდენტიდან 64,51% რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 35,48% კი არა. 560 რესპონდენტიდან, 30,17% „ნაციონალური მოძრაობის“, 28,39% „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“, 26,07% „ახალი მემარჯვენეების“ და ა.შ.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მონიტორინგს ტრენინგებზე დასწრების გზით ახორციელებდნენ. სადაც 11 100 რეგისტრატორიდან უშუალოდ 868 რეგისტრატორი გამოიკითხა.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ბეტსში“ გაიმართა. კომისიის განხორციელებული საქმიანობა სამი მიმართულებით შეფასდა. კერძოდ, რეგისტრატორთა ტრენინგების მონიტორინგი, რეგისტრატორების შერჩევის მონიტორინგი, „კარდაკარის“ პროცესის მონიტორინგი.
ცნობისთვის, აღნიშნული მონიტორინგი ევროსაბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინასებით ჩატარდა.