დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაარეგისტრირა საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება’’.ამის შესახებ ინფორმაცია ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული არიან შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებები (პარტიები):
1. პ/გ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
2. ”საქართველოს კონსერვატიული პარტია”;
3. პ/მ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს’’;
4.”საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;
5. პ/გ ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”;
6. პ/გ ”ეროვნული ფორუმი”.
ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო სუბიექტებს, კანონით დადგენილი წესით, რეგისტრაციაში ატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
„მნიშვნელოვნია აღინიშნოს, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა გარკვეული მოლოდინი რეგისტრაციის პროცესში ბლოკისათვის რიგითი ნომრის მინიჭების თაობაზე. ცესკო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით და სცილდება ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.