კოალიცია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის უკვე დასახელებული კანდიდატების შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არასწორად გავრცელდა ინფორამცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, კოალიციამ მაჟორიტარობის კანდიდატები შეცვალოს.
ფანჯიკიძემ განმარტა, რომ შესაძლოა, კოალიციაში გადაადგილებები მომხდარიყო და კონკრეტული პიროვნებები სხვა, უფრო მნიშვნელოვან საქმეზე მიმართულიყვნენ.
„ეს მხოლოდ ის შემთხვევა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული ადამიანები გადანაწილდნენ ცენტრალურ შტაბში და აქ მოუწიოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება. ეს არის არასწორად გავრცელებული ინფორმაცია რადგან, „ქართული ოცნება“ არ აპირებს მაჟორიტარების შეცვლას არც აჭარაში და არც სხვაგან“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.