საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ იმ ბეჭდური გამოცემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა , რომლებიც "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად მონიტორინგს დაექვემდებარა.
საარჩევნო პროცესში, 50 დღის განმავლობაში, კომისია ზედამხედველობას გაუწევს გამოცემებს -"ეგრისის მაცნე"; "გურჯაანი"; გაზეთი "ბოლნისი"; "პრო-არტი"; "მოდინახე"; "ენციკლოპედია ქუთაისი"; "ლიტერატურული მესხეთი"; "ჩემი აფხაზეთი"; "ბიულეტენი"; "ვრასტანი"; "გურჯისტანი"; "ონი Nეწს"; "ახალი ხარაგაული".
აღნიშნული დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 15 აგვისტოს გამართულ საჯარო სხდომაზე დაამტკიცა.
"საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის" შესახებ დადგენილება მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელდება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება.