„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსკოვის პროსპექტის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მაჟორიტარობის კანდიდატი დეპუტად არჩევის შემთხვევაში, შეკრებილებს ღირსეულად ცხოვრებას და პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდეთ ტრანსპორტის, წყლის, კომუნალური გადასახადების პრობლემა. ეს ყოფითი პრობლემები არჩევნებში ჩვენი გამარჯვებისთანავე რამდენიმე თვეში მოგვარდება. ჩვენი ამოცანაა თითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დასაქმებული, ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ხარსხიანი განათლების მიღების საშუალება, ეს არის ქართული ოცნება, რომლის ახდენაც პირველ ოქტომბერს დაიწყება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.