საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 16 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 15 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიეცა გაფრთხილება, რომ სალიცენზიო პირობების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 45 ათასი ლარის ოდენობა.
კომისია მიიჩნევს, რომ კომპანიამ, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, განმეორებით დაარღვია წყალმომარაგების სალიცენზიო პირობები. მიმდინარე წლის 2 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის მიერ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 5 ათასი ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კომისიაში კვლავ შემოდის მოქალაქეთა განცხადებები და სატელეფონო შეტყობინებები ქ. თბილისის ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების გაუარესების თაობაზე. გარდა ამისა, დაჯარიმების მიზეზი გახდა ისიც, რომ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, არ ასრულებს კომისიის სხვა გადაწყვეტილებებსაც.