საქართველოს მთავრობამ ახალი საიტი – www.metisargebeli.ge შექმნა. ამ ვებ-გვერდზე შესვლისას პირველი სლოგანი– „მეტი სარგებელი ხალხს“ აწერია, შემდეგ კი ის საარჩევნო დაპირებებია, რომელიც ხელისუფლებას აქვს.
ვებ-გვერდზე საიტის მომხმარებლებს სოფლის მეურნეობის, დასაქმებისა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ საკუთარი კომენტარის დატოვების საშუალებაც აქვთ.
ამასთან, მთავრობის საიტზე პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრებია ასახული.