„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად მამუკა ჩიქოვანი დაასახელა.

მამუკა ჩიქოვანი რამდენიმე წლის განმავლობაში რუსთავის მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა, ბოლო პერიოდში ჩიქოვანს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

„მე მაქვს პრივილეგია, რომ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი წარგიდგინოთ. ის არის რუსთაველი მშობლებით, მეუღლით და ძალიან მაგარი კაცია. ის არის ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელიც თქვენ გყავთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

სააკაშვილმა რუსთაველებს  რუსთავის აღმშენებლობის გეგმებიც გააცნო. იგი ქალაქის მოსახლეობას საუკეთესო სკოლების, გადამზადების ცენტრების, პარკების, საცურაო აუზებისა და გზების მშენებლობას დაჰპირდა.