დავით ბაქრაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

დავით ბაქრაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ნაცმოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დავით ბაქრაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
 
ადიგენში კენჭს ზურაბ ჩილინგარაშვილი იყრის, ასპინძაში – ტარიელ ლონდარიძე, ახალქალაქში კი სამველ პეტროსიანი.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებს მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამა გააცნო.
 
კანდიდატები აცხადებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დასაქმებაზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე იზრუნებენ.