პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან დებატების გასამართად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თენგიზ ომანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რამდენად მყარია ესა თუ ის პოლიტიკური ძალა საკუთარ პოზიციებში, თუმცა აღნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, თავს არიდებს პოლიტიკურ ოპონენტებთან საჯარო დებატს.
„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან გამართოს დებატები ამომრჩევლისთვის საინტერესო საკითხებზე. ამასთან, პარტია მიინევს, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე სუბიექტებისთვის, ვინც დარწმუნებულია საკუთარი პოზიციების სისწორეში, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას აგვარი ფორმატის პროექტებში მონაწილეობა“, - აღნიშნა ომანაძემ.