პირველი აგვისტოდან დღემდე დაფიქსირებული ყველა უზუსტობა ამ დროისთვის უკვე გამოსწორებულია”, - ამის შესახებ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ სიების დაზუსტების მეორე ეტაპის მიმდინარეობის შეჯამებისას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
მისი განმარტებით, 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გრძელდება სიის დაზუსტება მეთოდით - "ამომრჩევლიდან სიამდე".
„1 აგვისტოსთვის კომისიამ ძირითადად დაასრულა სიის ფორმირება მეთოდით - "სიიდან ამომრჩევლამდე" და დაზუსტებული სიები გადავეცით ცენტრალური კომისიას. სიის დაზუსტების პროცესი 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გრძელდება მეთოდით - "ამომრჩევლიდან სიამდე". საერთო ჯამში, 1 100 000-ზე მეტი დაზუსტება განვახორციელეთ. ეს სია გახდა ხელმისაწვდომი და ჩვენი თანამოქალაქეები უშუალოდ ამოწმებენ საკუთარ მონაცემებს ამომრჩეველთა ერთიან სიებში, ისინი გვიკავშირდებიან და ჩვენ მათი შეტყობინებების საფუძველზე კომისიაში ვახდენთ დამატებითი დაზუსტების განხორციელებას", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისივე ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში 100 სატელეფონო ზარი დაფიქსირდა.