დევიდ ჩერნის „სპორტსმენი ავტობუსი“ (VIDEO)

დევიდ ჩერნის „სპორტსმენი ავტობუსი“ (VIDEO)

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მსოფლიო სპორტმა მოიცვა. ხელოვანი ადამიანების: დიზაინერების, მხატვრების, ფოტოგრაფების, სკულპტორებისა და სხვათა შემოქმედებითი ყურადღება სპორტმა მიიპყრო და შესაბამისად მისი ელემენტები ბოლო თვეების  ყველა სფეროს ნამუშევრებში შეიმჩნევა.  ცოტა ხნის წინ, სკანდალურმა სკულპტორმა დევიდ ჩერნიმ მოაწყო თავისი ახალი ეპატაჟური ნამუშევრის,  London Boosted-ის მოძრავი ავტობუსის პრეზენტაცია.

პროვოკაციული ნამუშევრებით საყოველთაოდ ცნობილი ჩეხი სკულპტორი თავის სტილს ამჯერადაც არ ღალატობს. მისი გიგანტური სკულპტურა  London Boosted  ტრადიციული ლონდონური ავტობუსია,  გადაკეთებული გიგანტურ „სპორტსმენად“, რომელიც აზიდვებს აკეთებს.

დევიდ ჩერნიმ დამხმარეთა ჯგუფთან ერთად გასწია კოლოსალური სამუშაო, რათა ავტობუსი „სპორტსმენად“ გარდაექმნა, მისთვის დაკუნთული ხელები მიემაგრებინდა და აზიდვების ელექტრო ტექნოლოგია მიემონტაჟებინა. შეიცვალა ავტობუსის ინტეიერიც, მისი ფანჯრები გარდაიქმნა ტელეეკრანებად, რომელზეც აზიდვების დროს ვიდეოპროექციის დემონსტრირება მიმდინარებს.

ახსნაში, თუ რატომ აირჩია  სკულპტორმა  სპორტსმენთა ასეთი სავარჯიშო, მან აღნიშნა, რომ აზიდვები,- ყველაზე უნივესალური სავარჯიშოა სპორტსმენებისათვის, მუიხედავად იმისა სპორტის რა სახეობას მისდევენ, რომელი სქესის წარმომადგენლები არიან და რა ასაკში იმყოფებიან ისინი. გარდა ამისა, ეს არის ტრადიციული სასჯელი არმიაში, საბრძოლო ხელოვნების სკოლებში, ციხეებში სასჯელაღსრულების კოლონიებსა და სპორტულ ბანაკებში.   აქედან გამომდინარე, ისეთმა ძლიერი „სპორტსმენი“, როგორიც მან შექმნა (London Boosted)  უბრალოდ ვალდებულია საუკეთესოდ განახორციელოს დაკისრებული მოვალეობა.