საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
კომისიამ ამ დოკუმენტის მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2012 წლის 18 ივლისს დაიწყო, დოკუმენტის პროექტი საჯარო გაცნობისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე 2012 წლის 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. დადგენილებასთან დაკავშირებით შენიშვნების და მოსაზრებების წარმოდგენის საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების მიღება საქართველოს ორგანული კანონის „სააჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის საფუძველზე მოხდა. დოკუმენტის მიზანია საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესების განსაზღვრა.
დადგენილების საჯარო განხილვას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ „მედიის სამართლებრივი დაცვის“ და „ლევან მიქელაძის ფონდის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ და დოკუმენტის განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge ).