აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მემილიონე ტურისტი გამოავლინა. პოლონელი მეჩესლავ იეჟევსკის განცხადებით, მან საქართველოს შესახებ გაზეთებიდან შეიტყო და მეუღლესთან ერთად ბათუმში გადაწყვიტა დასვენება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მემილიონე ტურისტს მომავალი წლისთვის საჩუქრად აეროპორტში გადასცა ერთკვირიანი დასვენების საგზური ბათუმის სასტუმრო „შერატონში“, ხოლო ბათუმის ტურიზმის სააგენტომ ის ექსკურსიების და სხვადასხვა ტურისტული აქტივობის სასაჩუქრე პაკეტით უზრუნველყო.