„ჰერეთსა“ და GNCC შორის დავა დღეს  განახლდება

„ჰერეთსა“ და GNCC შორის დავა დღეს განახლდება

სავარაუდოდ დღეს დასრულდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შორის (GNCC) დავა, რომელიც 9 თვეა მიმდინარეობს.  
  მოსარჩელე მხარე, რადიო „ჰერეთი“ მოითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს კომუნიაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბერს მიღებული აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „მედია ჰაუს დეკომს“ (რადიო "ცხელი შოკოლადი")ლიცენზია მიენიჭა.
   „ჩვენ არ ვედავებით შპს „მედია ჰაუს დეკომს“, ჩვენ ვედავებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ჩვენი ინტერესია დავადგინოთ ჭეშმარიტება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კონკურსი არაობიექტურად და დარღვევებით ჩატარდა, არსებობს მტკიცებულებებიც“-აღნიშნა რამაზ სამხარაძემ. 
  რადიო „ჰერეთსა“ და საქართველოს კომუნიკაციების კომისიას შორის არსებული დავაპაექრობით და დასკვნითი ნაწილით, დღეს 16 აგვისტოს 16:00 საათზე გაგრძელდება.
  შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა (რადიო "ჰერეთმა")  სარჩელი კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის წინააღმდეგ სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიამ კონკურსამდე 1 თვით ადრე დარეგისტრირებულ კომპანია შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა. კონკურსში "ჰერეთიც" მონაწილეობდა, რომელიც თბილისში მაუწყებლობას უკვე მე-6 წელია ითხოვს.  
    "ჰერეთის" ინტერესებს ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი იცავს.