საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი „ქართული ოცნების“ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელისო ჩაფიძის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
„ელისო ჩაფიძის განცხადების არასერიოზული კომენტირება არ მსურს. სერიოზული კომენტარის გაკეთება კი, უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა კუბლაშვილმა.
ტყიბულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო ჩაფიძე ამტკიცებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და აქვს მასალა, სადაც სპეცსამსახურების მიერ მისი ლიკვიდაციის გეგმაზეა საუბარი.