დაჩი ცაგურია: ვფიქრობ, ჩემზე განხორციელებული ზეწოლა გია უდესიანის სახელს უკავშირდება

დაჩი ცაგურია: ვფიქრობ, ჩემზე განხორციელებული ზეწოლა გია უდესიანის სახელს უკავშირდება

უფლებადამცველი დაჩი ცაგურია, მასზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს, გია უდესიანის სახელს უკავშირებს. ამის შესახებ მან From.ge - სთან საუბარში განაცხადა.

ცაგურიას თქმით, თავდასხმა გუშინ გვიან ღამით ბეთანია-კოჯორი-წყნეთის გზაგასაყარაზე მოხდა. მისი განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული BMW -ს მარკის ავტომობილ X5 -თან  ჯანიანი, სპორტული აღნაგობის 5 პირი ისე იდგა, რომ მათ გზა ჰქონდათ გადაკეტილი.

„როცა მივუახლოვდი შევანელე მანქანით სვლა და ისე იდგნენ იძულებული გავხდი შემეჩერებინა ავტომობილი. როცა მათ გავუსწორდი, შევეკითხე რამე ხომ არ უჭირდათ, ერთ ერთმა მათგანმა კი მიცნო და დაიძახა „ეგ არისო“. მერე წამოვიდნენ ჩემსკენ. ნაწილი შეეცადა მანქანიდან გასაღები გამოეძრო, მეორე ნაწილი კი მეორე მხრიდან მოვიდა და მანქანაში პრაქტიკულად შემომივარდნენ“, - განაცხადა ცაგურიამ.

მისი თქმით, ამ დროს ავტომობილის ძრავი არ ჰქონდა გამორთული და მოახერხა მათგან თავის დაღწევა. თუმცა აღნიშნა, რომ უცნობი პირები მას დაედევნენ და მისი მისამართით შეურაცმყოფელ სიტყვებს გაიძახოდნენ.

ცაგურიას განცხადებით, ადგილზე საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა. გამოძიება კი უკვე დაწყებულია.

„გამოძახების შემდეგ გამოცხადდა როგორც საპატრულო, ასევე კრიმინალური პოლიცია, მანქანაზე აიღეს ანაბეჭდები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“, - განაცხადა ცაგურიამ.

მისი თქმით, სავარაუდოდ მის მიმართ განხორციელებული  თავდასხმა უშუალოდ გია უდესიანის სახელს უკავშირდება.

„მე ეჭვი მაქვს, რომ ეს თავდასხმა გუშინ უდესიანის სახლთან გამართულ აქციას უკავშირდება. ის გახლავთ იარაღით მოვაჭრე და ადამიანებზე ზეწოლაში შენიშნული პირი. მან თაღლითობით10 ობით მილიონიანი ქონება დააგროვა. ის მონაწილეობს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაში. მანვე განახორციელა სპორტსმენებზე ზეწოლა. რაც ბოლო პერიოდში კარგად გამოჩნდა ბეთქილ შუკვანზე განხორციელებულ ზეწოლაშიც“, - განაცხადა