"ლეიბორისტული პარტია" თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებს რამდენიმე დღეში წარადგენს. „2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო შტაბი ინტენსიურად მუშაობს. მუშაობა მიმდინარეობს თბილისში, ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარ კანდიდატურებზე, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი",-ნათქვამია პარტიის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.