შაბათს, ტაივანში ბუდისტების პირველი, ერთსქესიანი ქორწინება შედგა. ოფიციალურად დაქორწინდნენ 30 წლის ტაივანელი ქალბატონები, ფიშ ხუანგი და იუ იატინგი.
ქორწინების ცერემონია სამხრეთ ტაივანში გაიმართა. მონასტერში, ბუდას ქანდაკების წინ თეთრ კაბებში გამოწყობილმა წყვილმა ბეჭდები გაცვალეს და ერთმანეთს სამუდამო ერთგულება შეჰფიცეს. ცერემონიას 300-მდე ბუდისტი ესწრებოდა.
ქორწინების ცერემონია ბუდისტური მონარქის წევრმა, ტავანის უნივერსიტეტის პროფესორმა ში შაოხუენმა ჩაატარა. ქორწინებას ესწრებოდნენ პატარძლების მშობლებიც.
ბუდიზმი არ კრძალავს განსხვავებულ ორიენტაციას, თუმცა რელიგიურ წრეებში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა მაინცაა. ამ დროისთვის, ბუდისტების ერთსქესიანი ქორწინება მხოლოდ ამერიკაშია რეგისტრირებული.
ტაივანი აღმოსავლეთ აზიაში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული რეგიონია.