პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს 3 რაიონის – ასპინძის, ადიგენის და ახალქალაქის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
ადიგენის რაიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჩილინგარაშვილი იქნება. ასპინძის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე, ხოლო ახალქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი – სამველ პეტროსიანი იქნება.
ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა, რომ სამივე რაიონის მაჟორიტარებად ახალი კანდიდატები წარადგინოს და უარი თქვა ამ რაიონებში მოქმედი დეპუტატების ხელახლა წარდგენაზე.