საპარტნიორო ფონდი პარლამენტიდან სხვა შენობაში გადავა. კონკრეტულად რომელ შენობაში გადადის საპარტნიორო ფონდი ამას ფონდის ხელმძღვანელი ნიკა გილაური ჯერ არ ამხელს.
საპარტნიორო ფონდი ახალ შენობაში რომ გადავა ეს პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღეს „გაამხილა“.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი პარლამენტის შენობაში დროებით იმყოფება და მალე სხვაგან გადავა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითვაზე თუ სად გადავა საპარტნიორო ფონდი, ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ეს ჯერ საიდუმლოა.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი მას შემდეგ გადავიდა პარლამენტში სამუშაოდ რაც პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ნიკა გილაური საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.