სააკაშვილი: გვყავს გამარჯვებულიც, რომელმაც სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სააკაშვილი: გვყავს გამარჯვებულიც, რომელმაც სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

„ოლიმპიადა 2012“-ზე საქართველომ კარგი შედეგი მიიღო - ყავს ოლიმპიური ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, თუმცა, გვყავს გამარჯვებულიც, რომელმაც სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ანაკლიაში განაცხადა.

ანაკლიას საქართველოს პრეზიდენტი  სამშობლოში დაბრუნებულ ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად ესტუმრა და მათან ერთად ლონდონის ოლიმპიადის შედეგები შეაჯამა.

„ჯერჯერობით, ეს ოლიმპიური დისციპლინა არ არის. ჯერ მხოლოდ სიმაღლეში ხტომაა ოლიმპიური დისციპლინა და არა სიმაღლიდან ხტომა, მაგრამ ასეთი ხალხიც არსებობს“-აღნიშნა პრეზიდენტმა. 

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდიოდა, სამშობლოში ოლიმპიადის დასრულებამდე დაბრუნდა და სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა. 

როგორც 23 წლის სპორტსმენმა განაცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მისი სიმპატიების გამო, ვარძელაშვილმა და მისმა მეგობარმა გია უდესიანმა ლონდონში პრობლემები შეუქმნეს.