პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილედ და „ინვესტინ ჯორჯიას“ ხელმძღვანელად ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე დანიშნა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს დიმიტრი გვინდაძე პრემიერმა პარლამენტის შენობაში წარუდგინა.
„მთავრობის ყველა წევრს თქვენი შურს, რადგან თქვენ არა ხართ შეზღუდული, უფრო თავისუფალი და თამამი ხართ“, – ასე მიმართა მერაბიშვილმა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ნიკა გილაურს და მის მოადგილეს დიმიტრი გვინდაძეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე უფრო ეფექტური საპარტნიორო ფონდის შექმნა იყო, რადგან ამ ფონდის მიერ გაკეთებული საქმე ეკონომიკის განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.
კომპანიას, რომელიც საპარტნიორო ფონდთან ერთად შეიქმნა პრემიერმა უცხოეთში ქართული ხილისა და ბოსტნეულის გატანის წახალისება დაავალა, რაც საფუძველი გახდება სოფლის მეურნეობის გაორმაგების და გაოთხმაგების.