ბრიტნი სპირსი: ქერა კლეოპატრას ახალი არომატი (VIDEO)

ბრიტნი სპირსი: ქერა კლეოპატრას ახალი არომატი (VIDEO)

წინასაქორწინო მზადების მიუხედავად ბრიტნი სპირსი ჩვეულ ტემპში მუშაობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ის ახალი არომატის, Fantasy Twist, Britney Spears-ის სარეკლამო სახე.

სარეკლამო ვიდეორგოლში ვარსკვლავი კლეოპატრას როლშია. გრიმიორებმა და კოსტიუმერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მომღერალი დედოფალს მაქსიმალურად დამსგავსებოდა: სტილიზებული კაბა, მასიური ოქროს სამკაულები, ლაინერის გრძელი ხაზი თვალებზე. ბრიტნის მხოლოდ თმების ფერი არ შეუცვლია და კლეოპატრა ამჯერად ქერად მოგვევლინა.

ერთადერთი ფოტო გადასაღები მოედნიდან, სადაც სპირსი ეგვიპტელი დედოფლის ფორმაშია მან საკუთრ მიკლობლოგზე დადო, წარწერით: „დღევანდელი ფოტოგადაღებისთვის ჩემს შინაგან კლეოპატრას ვუხმე. სექტემბრის ბოლოს გამოვა სადედოფლო არომატი Fantasy Twist, Britney Spears, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდად აღგაფრთოვანებთ.“

ბრიტნი სპირსისა და ჯეისონ ტრავიკომის ქორწილი შობასაა დაგეგმილი. წინასაქორწინოდ ფორმაში მოსასვლელად მომღერალი მასაჟებში, ფიტნეზში, დიეტოლოგებსა და თავის მოვლის სხვა საშუალებებში, დაახლოებით, 200 ათას დოლარს ხარჯავს.