ლაშა ჟვანია:  რატომ აძლევს თავს უფლებას პოლიტიკური პარტია საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის ოდენობა წინასაარჩევნო პროგრამაში ახსენოს

ლაშა ჟვანია: რატომ აძლევს თავს უფლებას პოლიტიკური პარტია საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის ოდენობა წინასაარჩევნო პროგრამაში ახსენოს

  „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის პროგრამას,  რომლის მიხედვითაც თუ კი ისინი  ხელისუფლებაში მოვლენ, საპატრიარქოს დაფინანსებას ოთხმაგად გაზრდიან. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„გაკვირვებას იწვევს, რატომ აძლევს თავს უფლებას პოლიტიკური პარტია საპატრიარქოსთვის თანხის გამოყოფის ოდენობა წინასაარჩევნო პროგრამაში ახსენოს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნულ თანხას ბიუჯეტიდან იღებს არა როგორც სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოხატულებას, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დოტაციის ფარგლებში საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა არსებული რაოდენობის შესაბამისი კვოტის ფარგლებში,“- აცხადებს ლაშა  ჟვანია

შეგახსნებთ, რომ  2012 წლის ბიუჯეტიდან  საქართველოს საპატრიარქოს  22 800 მლნ. ლარი აქვს გამოყოფილი.  „ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ თანხის  100 მლნ.ლარამდე გაზრდას აპირებენ.