„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი, უმშვენიერესი ლაზიკას მშენებლობა, ლაზიკას იდეა, ეს არის საქართველოს ერთიანობის იდეა, ერთიანობისა – აღმშენებლობით და არა ნგრევით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრობისას.
ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უჭირს პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ვერ ხედავს გეგმას, როგორ შეიძლება საქართევლო გაძლიერდეს და გამთლიანდეს.
„ რა უნდა იყოს, რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ამ ქალაქს,ლაზიკას, რა რესურსები, ეს არ ვიცით, აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია ამაზე საუბარი. პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომ ეს მისი მთავრი ოცნება ლაზიკაა, ყველას თავისი ოცნება აქვს.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ქალაქი გახდეს ერთიანი საქართველოს სიმბოლო, თუ საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი და სამაჩაბლო და აფხაზეთი იქნება შემოერთებული, სიმბოლო ლაზიკა გახდება, თბილისი თუ სოხუმი, ალბათ ეს დეტალები იქნება. გეგმას ვერ ვხედავ, რანაირად შეიძლება ერთიანი და ძლიერი საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება მოხდეს, ამიტომ მიჭირს კომენტარის გაკეთება პრეზიდენტის განცხადებაზე“,-აცხადებს მარგველაშვილი.