საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ოლიმპიელებთან ერთად ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ჩავიდა და ქართველი ოლომპიელების წარმატებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი შედეგი გვაქვს.
"ძალიან ვამაყობ ჩვენი ოლიმპიელებით, ვიღაცეებმა შეიძლება თქვან, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ არა. რამდენ ქვეყანას აქვს ამდენი მედალი ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში, როგორც საქართველოს. თუ ვნახავთ მოსახლეობის და მედლების რაოდენობას, ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ადგილზე მსოფლიოში და ამით ძალიან ვამაყობ. ვამაყობ იმითაც, რომ პირველ სამეულში მედლების კუთხით არის ქალაქი გორი. ხინჩეგაშვილი, გოგშელიძე, შავდათუაშვილი, მე ეს კაცი მეგონა დიდი გოლიათი, მაგრამ ეს არის ყველაზე ღონიერი, ძლიერი ტიპი და გორელი, კარალეთელი. მას გადასარევი მშობლები ჰყავს. ეს არის ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელიც ჩვენ გვყოლია. 4 წელიწადში ამათგან საოცნებო გუნდი გაიზრდება. ვარდების რევოლუციის პერიოდში ჩვენ ვიყავით ბრინჯაოს ეპოქაში, დღემდე კი გვაქვს ჩვენი პატარა მებრძოლი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი შედეგი," -განაცხადა სააკაშვილმა.