როგორც იტალიის საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ,იტალიის ფინანსური გვარდიის თანამშრომლებმა, მიწისქვეშ, ერთ-ერთი მეტროსადგურის გამოუყენებელ მონაკვეთში, კანაფის პლანტაცია აღმოაჩინეს.
მიწისქვეშ მოწყობილი იყო დიდი ლაბორატორია, საიდანაც დაახლოებით, 340კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს. რისი საბაზრო ღირებულებაც სამ მილიონ ევროს შეადგენს.
კანაფი, თანამედროვე სასათბურე მოწყობილობით აღჭურვილ, 7000 კვადრატული მეტრის ფართზე იყო გაშენებული. სათბურში დამონტაჟებული იყო უმაღლესი დონის სარწყავი სისტემები და ხელოვნური განათება.
სამართალდამცავებმა ლაბორატორიაში, ნარკოტიკების წარმოების დანადგარებსაც მიაგნეს.
ამ დროისთვის დაკავებულია ორი იტალიელი. მიმდინარეობს გამოძიება, პოლიცია იმედოვნებს, რომ დამნაშავეთა თანამზრახველ ჯგუფს მალე მიაგნებს.