დიმიტრი გვინდაძეს ახალ თანამდებობაზე სავარაუდოდ დღეს წარადგენენ

დიმიტრი გვინდაძეს ახალ თანამდებობაზე სავარაუდოდ დღეს წარადგენენ

დიმიტრი გვინდაძის ახალ თანამდებობაზე წარდგენა სავარაუდოდ დღეს მოხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 13 აგვისტოს გურიაში განაცხადა, სადაც ალექსანდრე ხეთაგური და ვახტანგ ბალავაძე ახალ თანამდებობებზე წარადგინა.

მისი თქმით, გვინდაძეს საინტერესო სამსახურს უმზადებენ და მის შესახებ ორ დღეში გახდება ცნობილი. 

„ორ დღეში დავბრუნდები თბილისში და დიმა გვინდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ფინანსთა სამინისტროში, როგორც შემოსავლების, ისე საქართველოს რეიტინგების ზრდის, საქართველოში სტაბილური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებაში, ჩვენ ახალ, ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ. ამის პრეზენტაციას მე გავაკეთებ თბილისში ორი დღის შემდეგ", - აღნიშნა მერაბიშვილმა 13 აგვისტოს. 

დიმიტრი გვინდაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ხეთაგურმა შეცვალა, ენერგეტიკის მინისტრი კი, პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე გახდა.