კიევში, საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ბიბლიოთეკებს შორის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გააკეთა.
ბიბლიოთეკა კიევში ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს და მასში 4 000-მდე წიგნი, მათ შორის, როგორც კლასიკური ქართული ლიტერატურა, ასევე ახალი ნაწარმოებები და საქართველოს შესახებ ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თქმით, უახლოეს მომავალში ქართული ბიბლიოთეკის გახსნა ერევანსა და ავსტრიაშიც იგეგმება. ქართული ბიბლიოთეკა უკვე გახსნილია თურქეთში.