საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ფოთში ახალი ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“ გაიმართება.
მალთაყვის ტყე პარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია „Artactive Evolution“ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას, ფესტივალის მიზნებსა და იმ კონკრეტულ პროექტებს გააცნობს რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე იხილავს.
ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე პარკში 2 კვირის განმავლობაში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები, სხვადასხვა, ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან.
1 -ელ სექტემბერს ხელოვნების პარკი საზეიმოდ გაიხსნება. პარკის უწყვეტი განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. ამავდროულად შექმნის დასასვენებისა და შემეცნების ულატერნატივო გარემოს.