დღეს, 15 აგვისტოს, 13:00 საათზე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხებზე არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთები იქნება. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოში არსებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი მიკროსესხებზე ევროპის ქვეყნებში არსებულ საშუალო მაჩვენებელს 8-ჯერ აღემატება.
მისამართი: თაქთაქიშვილის (ძველი რიგის ქუჩა) ქუჩა #11.