თინა ხიდაშელი სოფელ ანთოკის მოსახლეობას შეხვდა

თინა ხიდაშელი სოფელ ანთოკის მოსახლეობას შეხვდა

კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინათინ ხიდაშელი სოფელ ანთოკის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე კანდიდატმა საუბარი იმ სიტყვებით დაიწყო, რომ ის კარგად იცნობს სოფელს და სოფლის სატკივარს და ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

ადგილობრივებმა მედიის წარმომადგენლებთან არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოფლის მთავარ პრობლემად დღემდე წყალმომარაგება რჩება.


შეხვედრას სოფლის თითქმის სრული მოსახლეობა ესწრებოდა და მათ კანდიდატის მისამართით დიდი ნდობა და მხარდაჭერა გამოხატეს. 


თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელი სოფლის მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში, სოფლად არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას და მხარში დგომას დაჰპირდა.