ხელისუფლების გაუაზრებელი და უსამართლო გადაწყვეტილების გამო გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს სერიოზული პრობლემები, _ ამ შინაარსის განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ გადამზიდავი კომპანიების „გეო-ტრსნსის“, „ოშიანეთ ჯორჯიას“ და „გლობალ ლინკის“ მძღოლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ გადამზიდავები მონოპოლისტური ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ბოლო ორი თვეა გაჩერებულები არიან და ვერ მუშაობენ. მძღოლები ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომ მისცენ მუშაობის უფლება.
_ ხელისუფლება პირდება მოსახლეობას, რომ პირველ რიგში, სამუშაო ადგილებს შექმნის და გადაჭრის უმუშევრობის პრობლემას. ამის სანაცვლოდ ყოველდღიურად იზრდება უმუშევართა რიცხვი. ჩვენ კვირის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა და მძღოლებს მისცენ საშუალება კეთილსინდისიერი შრომით არჩინონ ოჯახები. თუ ორშაბათისთვის კონკრეტული დადებითი პასუხი არ იქნება, ჩვენ დავგეგმავთ საპროტესტო ღონისძიებებს, შესაძლებელია მანიფესტაციაც ჩავატაროთ, _ განაცხადა კოალიცია `ქართული ოცნების~ მაჟორიტარმა კანდიდატმა ეკა ბესელიამ.
დეპუტატობის კანდიდატს აინტერესებს, სად არიან შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ხედავენ, რომ ფოთში ამხელა ტრაილერები არის გაჩერებული და მძღოლებს სამუშაო არ ეძლევათ. ეკა ბესელიას თქმით, ყველა კომპანიას მისცეს გაფრთხილება, არ მოხდეს ტვირთების ავტომანქანებით გადაზიდვა.
„ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს მძღოლებს. დეპუტატობის კანდიდატის ტქმით, ამ პრობლემის გადაწტვეტა უსწრაფესად შეიძლება, მით უმეტეს, ამ საარჩევნო პროცესში.
_ გუშინდელი საპროტესტო აქციის შემდეგ გარკვეული კომპანიებიდან იყო მცდელობა დაწყებულიყო მოლაპარაკება. თუ პრობლემა მოგვარდება, ვინც უნა, იმან დაიბრალოს. ხელისუფლებას უნდა ეყოს კეთილგონიერება და ეს პრობლემა მოაგვაროს. თუ არა და 1 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ მოვაგვარებთ. მე, პირადად მზად ვარ ბოლომდე მხარში დავუდგე ამ პრობლემის გადასაჭრელად. Mაინტერესებს, თუ თურქებისთვის, სომხებისთვის და აზერბაიჯანალებისთვის არ არის აკრძალული საქართველოში ტვირთების გადაზიდვა, ქართველი გადამზიდავები რატომ გააჩერეს?! აშკარაა, რომ საქმე გვაქსვ მონოპოლისტურ ბიზნესთან, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება თავად გადამზიდავებს, მათ ჟურნალისტებთან საუბარში გარმარტეს, რომ თუ რკინიგზამ ცოტა არ დათმო, ისინი ისევ ასე უმუშევრად იქნებიან.
„გვეუბნებიან, ტვირთები რკინიგზამ უნდა გადაზიდოს, რკინიგზა უნდა დავტვირთოთო. გასაგებია, მაგრამ ჩვენც გვინდა მუშაობა ოჯახები რომ ვარჩინოთ. მძღოლების 80%-ს გადამზიდი მანქანები კრედიტებით აქვთ ნაყიდი. ბანკებში პროცენტები იზრდება და ზოგმა ჩვენგანმა უკვე დაკარგა ბინა. მანქანები გაჩერებულია, გაჭედილია სადგომი. აზერბაიჯანელები მუშაობენ, სომხები მუშაობენ, თურქები მუშაობენ და მხოლოდ ქართველები ვართ გაჩერებული. ყოფილა შემთხვევა, რომ „პერეგრუზკაზე“ ქართველებს აჯარიმებენ, აზერბაიჯანელებს არა“, _ აცხადებენ გადამზიდავები, რომლებმაც საპროტესტო აქციები დაიწყეს და გაჩერებას მანამდე არ აპირებენ, სანამ ხელისუფლება გადამზიდავებისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის და მათ მუშაობის საშუალებას არ მისცემს.