დევიდ ბექჰემი აქამდე ცნობილი იყო, როგორც ყველა დროის დიდი ფეხბურთელი. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას სხვა ამპლუაში გამოჩენაც წარმატებით შეუძლია. ფეხბურთელმა ხაზი ამას, ოლიმპიური თამაშების პარალელურად გაუსვა და Samsung Galaxy Note-ს ტელეფონის რეკლამაში მუსიკოსის როლში მოგვევლინა.
„ოდა სიხარულს“ ეს არის მსოფლიოში, ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნადაა აღიარებული და ოლიმიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალზე ყოველთვის სრულდება. მელოდია აღებულია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ 1832 წელს შექმნილი მეცხრე სიმფონიიდან. ამ სიმფონიის ბოლო ნაწილი ბეთჰოვენმა მიუძღვნა ფრიდრიხ შილერის მიერ 1785 წელს შექმნილ ლექსს „ოდა სიხარულს.“ სწორედ ამ კომპოზიციის მელოდიას ასრულებს Samsung Galaxy Note-ს ტელეფონის რეკლამაში დევიდ ბექჰემი, ბურთებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების დახმარებით.
მართალია, წუთნახევრიანი სარეკლამო რგოლის გადაღება 2 საათი მიმდინარეობდა, მაგრამ რეზულტატი ნამდვილი სარეკლამო შედევრი გამოვიდა და მაყურებელიც კმაყოფილი დატოვა.