"ახალი მემარჯვენეები" საპარლამენტო არჩვენებისთვის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს უახლოეს ათ დღეში დაასახელებენ. ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდრმა ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
დღესვე მან ჟურნალისტებთან საუბარში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელი დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და დახმარება სჭირდება.
"სოფლებში მცხოვრები ადამიანების განცხადებით, დღეს სოფელში ყველაზე მდიდარი პენსიონერია, რომელიც თვის ბოლოს გარკვეულ თანხას იღებს და მთელ ოჯახს არჩენს" , - აცხადებს ჩიხრაძე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენა, 3-5% არის ძალიან მდიდარი, ხოლო დანარჩენი სოციალურად გაჭირვებული.