კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დღეს დიდუბისა და ისნის რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაასახელა.
ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნების" ისნის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჯაბა ჯიშკარიანი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება დიდუბის ახალგაზრდულ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ეს ირაკლი ჩხიკვიშვილი იქნება.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ისნის რაიონში მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს "ქართული ოცნების" მიზნებს.
"მე და ჩემი თანამოაზრე ახალგაზრდები ერთად შევეცდებით, ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ რადიკალურად შეიცვალოს", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
დიდუბისა და ისნის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები ცოტნე ზურაბიანმა დღეს წარადგინა.