"ახალი მემარჯვენეების" ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თავართქილაძე დაბის ცენტრში მდებარე გაპარტახებული შენობის იერ-სახის მოწესრიგებას ითხოვს.
„ახალი მემარჯვენეების“ ბათუმის ოფისში თავართქილაძემ ჟურნალისტების ამცნო,რომ რამდენიმე წელია ნახევრად დანგრეული შენობა ნაგავსაყრელადაა ქცეული და ხულოს ცენტრს პრობლემების მეტს არაფერს უქმნის.
" ჩვენი ინფორმაციით ეს შენობა ცალის ფასად ჩაიგდო ხელში ვიღაც თურქმა და მას მერე ასეა მიგდებული. შენობა ზუსტად ცენტრალურ ადგილასაა და გარდა იმისა, რომ თვალს ეს სიმახინჯე უშნოდ ხვდება, ანტისანიტარიის ბუდედაც არის ქცეული. როგორ წარმოგიდგენიათ, აქვე გვერდით ხულოს ერთადერთი სასტუმროა და ცენტრალური სკვერია და გვერდით ნაგვით სავსე გაპარტახებული შენობა. რამდენადაც ვიცი კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მეპატრონეს მოეთხოვოს გარკვეულ ვადებში ან გაასხვისოს შენობა ან კეთილმოაწყოს იგი", - განაცხადა დავით თავართქილაძემ.
მისივე თქმით,მას მრავალმა ხულოელმა არაერთგზის მიმართა ეს პრობლემა წამოეწია წინ,თავართქილაძე კი ხულოელთა თხოვნას ასრულებს.
„იზრუნეთ, რომ ამ სიმახინჯემ და ანტისანიტარიამ ხულოელები არ შეაწუხოს,"- მიმართავს რაიონის ხელისუფლება ახალი მემარჯვენეების მაჟორიტარობის კანდიდატი.