განაცხადი საარჩევნო ბლოკის - "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ დარეგისტრირების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა შეიტანა.
"ექვსმა რეგისტრირებულმა პარტიამ - "კონსერვატიულმა პარტიამ", "ეროვნულმა ფორუმმა", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ", "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", "თავისუფალმა "დემოკრატებმა" და "რესპუბლიკურმა პარტიამ" ჩამოაყალიბეს ბლოკი - "ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება". ბლოკის დარეგისტრირებაზე დღეს შევიტანეთ განაცხადი და ერთად მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ბლოკმა #7 ვერ მიიღოს. კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედით, საარჩევნო კოდექსი რეგულაციების იმდაგვარად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ბლოკმა მასში შემავალი რომელიმე პარტიის ნომერი რომ მიიღოს, ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა წინა საპარლამენტო არჩევნებში.
კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და ამისთვის ერთი პოლიტიკური სუბიექტიც საკმარისია, რომელსაც წინა არჩევნებში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ასეთი სუბიექტი კი "კონსერვატიული პარტიაა. ასე რომ ბლოკს წესდებაში მითითებული აქვს, რომ საარჩევნო ნომრად გამოიყენებს "კონსერვატიული პარტიის" ნომერს - 7“, - განაცხადა ხადურმა.