გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფოთის ქუჩები მდინარეების კალაპოტებად იქცა. დაიტბორა სარდაფები,სახლების პირველ სართულზე შევარდნილი წყალი იმდენად ძლიერი იყო , რომ მოსახლეობას ლამის სამაშველო რგოლები დასჭირდა.
როგორც ცნობილია, მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახური წყალს ტუმბავდა, თუმცა ძლიერი წვიმა გამოთავისუფლებულ სარდაფებს მალევე ავსებდა.
მწყობრიდან გამოვიდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ძლიერმა წვიმამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათვიშვაც, რამაც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს საქმე გაურთულა.
სამაშველო სამსახურის უფროსის, თენგიზ ხაზალიას ინფორმაციით, ღამის განმავლობაში, მხოლოდ ოთხი გამოძახება დაფიქსირდა. მოსახლეობის თქმით, სტიქიას საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ.
ფოთის მერიის განცხადებით, დაზარალებული ოჯახების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ,ამ დრომდე უცნობია.