ახალმა მემარჯვენეებმა" დღეს ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ლემონჯავა წარადგინეს.
როგორც კანდიდატის წარდგენისას პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, კანდიდატად ზაზა ლემონჯავას წარდგენით, პარტიამ ამ შემთხევვაშიც ადგილობრივ კადრს, საკუთარი გუნდის წევრს მიანიჭა უპირატესობა.
"ზაზა ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, აქაურია, იცის ფოთის პრობლემები და ფოთელებიც კარგად იცნობენ მას. მე მგონი, რომ "ახალი მემარჯვენეების" პროგრამის მთავრი სლოგანის "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად" შესრულებას ფოთში, ფოთელთა ინტერესების დაცვას და მათ დასაქმებაზე ზრუნვას, ფოთის , როგორც საქართველოსთვის განსაკუთრებული ქალაქის ფუნქციის შენარჩუნებისთვის ბრძოლას ზაზა ლემონჯავა კარგად შესძლებს" - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
რაც შეეხება თავად ლემონჯავას, მისი განცხადებით, ფოთელები დაიღალნენ ცრუ მოლოდინებით, რომ ხვალ თუ ზეგ ინდუსტრიული ზონა ამუშავდება და მოსახლეობა დასაქმდება.
„ჩვენ, მემარჯვენეებს, ხელისუფლების დაპირებებისგან განსხვავებით მოსახლეობის დასაქმების რეალისტური გეგმა გაგვაჩნია. ეს გეგმა ფოთელთა დასაქმებასაც უზრუნველყოფს" - განაცხადა მან.