ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ შესაძლოა ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაიკაოს.
ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ახლა გიორგი ბარამიძეა, რომელიც ბათუმში მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას და უახლოეს ხანში მინისტრის პოსტს დატოვებს.
პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ გიორგი ბარამიძის დიმიტრი გვინდაძით ჩაანაცვლების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც ბარამიძის მაჟორიტარად წარდგენა გადაწყდა.
გიორგი ბარამიძეს ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე დაეხმარება. ეს დავალება ვარშალომიძემ პრეზიდენტ სააკაშვილისგან უკვე მიიღო.