„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს სანზონაში, ლიახვისა და ჩარგალის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეკრებილ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის პროგრამა გააცნო. მისი თქმით, საუბარი „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის იმ პროგრამას შეეხო, რომელიც მორგებულია იმ საჭიროებებზე რაც ნაძალადევის რაიონის და ზოგადად საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.
„ჩვენ ვუზრუველყოფთ თითოეული ადამინისთვის ისეთი სადაზღვეო პაკეტის შეთავაზებას, რომელიც მოიცავს როგორც ონკოლოგიური დაავადებების (სხივური თერაპია, ქიმიო თერაპია) მკურნალობას, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების (მათ შორის, შუნტირება, სტენტირება) მკურნალობას. დამეთანხმებით, რომ ამ დაავადებათა მკურნალობა საშუალო შესაძლებლობების მქონე ოჯახისთვისაც კი რთულია, არამცთუ გაჭირვებული მოსახელობისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში არც ნაძალადეველებს და არც სხვა რაიონის მაცხოვრებლებს ავადმყოფობის შიში აღარ ექნებათ და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.
წულუკიანი განმარტვას, რომ „ნაციონალური მოძრაბაც“ იძლევა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შესახებ დაპირბებს, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის როგორ სრულდება მათი დანაპირები.
„უკვე 9 წელია „ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ხელმისაწვდომ ჯანდაცვას პირდება და ამ პირობის შესრულება ვერ თუ არ მოახერხა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახისთვის დღეს ერთერთი წევრის ავად გახდომა ავტომატურად ნიშნავს ამ ოჯახის გაღატაკებას. ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება რომ შეძლებოდა, აქამდე უნდა მოეგვარებინათ. ბიძინა ივანიშვილმა, იმის მიუხედავად რომ ის არ იყო ხელისუფლების წევრი, ჯანდაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი პრობლემა მოუხსნა საჩხერის მოსახელობას“ - განაცხადა წულუკიანმა.
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღესვე ზესტაფონისა და ჭყონდიდელი ქუჩების მოსახლეობას შეხვდება.