ცნობილი ბრიტანელი მომღერალი მიკა მუსიკალურ სამყაროში ახალი ალბომით „The Origin Of Love“ ბრუნდება. მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერის პრეზენტაცია წლის ბოლოსაა დაგეგმილი, იქამდე კი, მან ფარელ უილიამსთან ერთად ჩაწერილ სიმღერაზე Celebrate, ვიდეოკლიპი გააიღო. სიუჟეტის მიხედვით მომღერალი შემოქმედებით კრიზის განიცდის, მის ფონზე კი სხვა ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობა ისახება.
სინგლი Celebrate გაყიდვაში 30 სექტემმბერს ოფიციალურად გავა. ახალ ალბომზე (The Origin Of Love) მუშაობას მომღერალმა ორი წელი მოანდომა. 2010 -11 წლების დიდი ნაწილი მიკამ მსოფლიო ტურნეში გაატარა.
ცოტა ხნის წინ, მომღერალმა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა: „თუ მეკითხებით, ვარ თუ არა გეი. გიპასუხებთ რომ ვარ. ახალ ალბომში მამაკაცებთან ურთიერთობის შესახებ სიმღერებიც მაქვს და ამის სულაც არ მრცხვენია. მე ხოლოდ ჩემი მუსიკის საშუალებით შემეძლო საკუთარ თავში ძალა მეპოვნა, რომ თავისუფად მეღიარებინა ეს. დიახ ესაა ჩემი ნამდვილი ცხოვრება“