კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა შევიწროებისა და დევნის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დარღვევებსა და ზეწოლის ფაქტებზე დიპლომატიური კორპუსი რეაგირებას აუცილებლად გაააკეთებს, მხოლოდ არა პრესის საშუალებით და ჩვენ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ.
„ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს პასუხისმგებლობაში შედის, მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას, ისინი შემდგომ თავის სახელმწიფოებს გადასცემენ. დიპკორპუსი სწაფი რეაგირების ბატალიონი არ გახლავთ და რეაგირება ბოლოსდაბოლოს იქნება, ამაში მე დარწმუნებული ვარ. ეს ასე რომ არ იყოს, არავინ არავის არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდიდა.
დარღვეევს აქვს სისტემატიური ხასიათი, ირღვევა ქართული კანონმდებლობის ყველა პუნქტი, ამიტომ ბუნებრივია, დიპლომატიურ კორპუსს რეაგირება მოუწევს. მართალია, ჩვენ გვინდა ეს სწრაფად მოხდეს, თუმცა რეაგირება აუცილებლად მოხდება არჩევნებამდე, რათა მან შემდგომი რეაგირება სწორედ არჩევნების პროცესზე მოახდინოს. ისინი ამას პრესის საშუალებით არ გააკეთებენ, ამას ჩვენ ვიგრძნობთ“,-აცხადებს ბერძენიშვილი.